ამერიკელი პოპვარსკვლავი მადონა 2019 წლის ევროვიზიის კონკურსზე იმღერებს. ლეგენდარული მომღერლის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ 18 მაისს თელ ავივში, ღონისძიების ფინალურ დღეს, ის ორ კომპოზიციას შეასრულებს. ცნობილია აგრეთვე ის, რომ ერთი-ერთი სიმღერა მუსიკოსის ახალი ნამუშევარი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, მადონა ევროვიზიის სცენაზე გამოსვლის სანაცვლოდ 1 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. თანხას ებრაელი მილიარდერი, ბიზნესმენი სილვენ ადამსი გადაიხდის.
მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.
კომენტარები