Thumbnail

ნახეთ: ოთო ნემსაძე ევროვიზიაზე ანტისაოკუპაციო სიმღერით წარდგება

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

წლევანდელ ევროვიზიაზე საქართველოს ოთო ნემსაძე წარადგენს. ის კონკურსზე ანტისაოკუპაციო კომპოზიციას "სულ წინ იარე" შეასრულებს. სიმღერაზე გადაღებული ვიდეო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

"აფხაზეთის და სამაჩაბლოს ხმა წელს ევროვიზიაზე ძალიან მკაფიოდ იჟღერებს. მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და სამაჩაბლოელ და-ძმებს, დედებს და მამებს, იცოდეთ, რომ აქეთ ყველას ახსოვხართ, ყველას უყვარხართ და ყოველთვის იქ ხართ, სადაც საქართველოა“,- განაცხადა მომღერალმა კლიპის პრეზენტაციაზე.

სიმღერის "სულ წინ იარე" კომპოზიტორი რომა გიორგაძეა, ტექსტი დიანა გიორგაძეს ეკუთვნის, ვიდეორგოლი კი რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ გადაიღო. კლიპში ოთო ნემსაძესთან ერთად, ანსამბლ "შავნაბადას" წევრები მონაწილეობენ. 

2019 წლის ევროვიზია ისრაელში, კერძოდ თელ-ავივში 14-დან 18 მაისის ჩათვლით ჩატარდება.

ოთო ნემსაძე ფართო საზოგადოებამ 2010 წელს გაიცნო, როდესაც მუსიკალურ კონკურსში "ჯეოსტარი" გაიმარჯვა. 2013 წელს არტისტმა მონაწილეობა უკრაინულ The Voice-ში მიიღო, რომელშიც მეორე ადგილი დაიკავა. ამავე წელს ნემსაძემ სადებიუტო ალბომი "ფიქრების ზღვა" გამოუშვა. მომღერალმა 2015 წელს ჯგუფი "ლიმბო" ჩამოაყალიბა, რომელიც არაერთი პროექტის მონაწილე გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული