Thumbnail

ნახეთ: ქენდრიქ ლამარმა ბიგ შონი გადისა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

იუთუბზე თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტის, ქენდრიქ ლამარის აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკის 11-წამიანი ნაწყვეტი გავრცელდა, რომელშიც კომპტონელი რეპერი მის დეტროიტელ კოლეგას, ბიგ შონს დისავს.

► ქენდრიქ ლამარის ახალი ალბომი, სავარაუდოდ, 2019 წელს გამოვა

► მოუსმინეთ: Big Sean - Know About Me Feat. Future

"ვფიქრობ, მისი შთაგონების წყარო მისივე ყალბი თავდაჯერებულობაა. ვერავის ვაიძულებ, პატივი გცენ, შვილო, ეს არ არის ჩემი საქმე. საზოგადოებამ იმიტომ გაგიცნო, რომ შენი შეყვარებულები ცნობილი ადამიანები არიან, და არა იმიტომ, რომ კარგად რეპავ..."

I think his false confidence got him inspired / I can’t make them respect you baby, it’s not my job/ You’re finally famous for who you date, not how you rhyme (boi)...

უცნობია, ვერსი როდის ან რომელი კომპოზიციისთვის შეიქმნა. მსმენელები ვარაუდობენ, რომ ის 2017 წლის ტრეკისთვის The Heart Part 4 ან ქენდრიქის ბოლო ალბომის DAMN. სინგლისთვის ELEMENT. ჩაიწერა.

ქენდრიქი ბიგ შონთან უკვე რამდენიმე წელია, დაპირისპირებულია. ყველაფერი 2013 წელს მათი კოლაბორაციული ტრეკიდან Control დაიწყო, რომელიც დეტროიტელი მუსიკოსის ალბომის Hall Of Fame პრომოუშენის მიზნით შეიქმნა. ამ ჩანაწერში ქენდრიქმა შონი სხვა რეპერებთან ერთად გადისა. მას შემდეგ შემსრულებლებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არაერთ კომპოზიციაში მიაყენეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული