Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი რიანასა და ქარდი ბის სიმღერების რემიქსზე ცეკვავს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი საკონცერტო ტურნესთვის It's My Party აქტიურად ემზადება. მუსიკოსის საქმრომ, ალექს როდრიგესმა ცოტა ხნის წინ სასტუმროში გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც 49 წლის შემსრულებელი რეპეტიციის დაწყებამდე რიანასა და ქარდი ბის კომპოზიციების რემიქსზე ცეკვავს. 

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა სიმღერაზე Medicine კლიპი გადაიღო

► ჯენიფერ ლოპესს გადაცემის World Of Dance იდეის მოპარვის გამო $6,5 მილიონს სთხოვენ

► ნახეთ: Cardi B და Jennifer Lopez ახალ ფილმში სტრიპტიზის მოცეკვავეებს ასახიერებენ

ჯეილო ტურნეს 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართავს. მუსიკოსი კონცერტებს მხოლოდ სამ ქვეყანაში: აშშ-ში, კანადასა და ისრაელში ჩაატარებს. It's My Party 7 ივნისს კალიფორნიაში დაიწყება.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. შარშან გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული