Thumbnail

ნახეთ: ფილმის How High 2 თრეილერი რეპერების მონაწილეობით

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მუსიკალური ტელეკომპანია MTV კომედიური ჟანრის ფილმის How High 2 მეორე ნაწილის თრეილერს ავრცელებს. კინოსურათში მთავარ როლებს პოპულარული რეპერი Lil Yachty და ახალგაზრდა მსახიობი ჯონ უაითფილდი, იგივე DC Young Fly ასრულებენ. მაყურებელი ნამუშევარში ასევე ცნობილ კომიკოს მაიკ ეფსს, რეპერ Lil Baby-სა და ლეგენდარულ შემსრულებელს, Andre 3000-საც იხილავს. How High 2 კინოეკრანებზე 20 აპრილს გამოვა.

ფილმის პირველი ნაწილი მაყურებელმა 2001 წელს იხილა. ნამუშევარში მთავარი როლები დიდი ხნის მეგობრებმა, ვეტერანმა ჰიპ ჰოპ არტისტებმა, Method Man-მა და Redman-მა შეასრულეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული