Thumbnail
ფოტო: ZENAARI

კლუბ "ბასიანში" ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ჟანრში მოღვაწე ამერიკელი პროდიუსერის, ივ ტუმორის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ექსპერიმენტული და ელექტროაკუსტიკური მუსიკის სერია ZENAARI-ს ფარგლებში მოეწყო. არტისტმა როგორც ახალი, ასევე მსმენელისთვის კარგად ცნობილი კომპოზიციები, მათ შორის ბოლო ალბომში Safe in the Hands of Love შესული ტრეკები Lifetime, Noid და Licking An Orchid შეასრულა. 

► ნახეთ: Yves Tumor-მა კომპოზიციაზე Lifetime კლიპი გადაიღო

 

შონ ბოუიმ, სასცენო სახელით Yves Tumor, შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო. 2015 წელს მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ალბომი When Man Fails You გაავრცელა, რასაც მომდევნო წელს ლეიბლზე PAN Records გამოცემული Serpent Music მოჰყვა. 2018 წლის სექტემბერში ივ ტუმორმა ბრიტანულ Warp Records-ზე რიგით მესამე სტუდიური ნამუშევარი Safe in the Hands of Love გამოუშვა, რომელიც არაერთი მუსიკალური გამოცემის მიერ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად დასახელდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული