თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ჯაკომო პუჩინის "ტოსკას" პრემიერა შედგა. წარმოდგენა იტალიელმა რეჟისორმა ჯანკარლო დელ მონკომ დადგა. კავარდოსის როლი გიორგი ონიანმა მოირგო, ტოსკას პარტია კი ხათუნა ჭოხონელიძემ შეასრულა. სპექტაკლში მონაწილეობა ასევე ცნობილმა ბარიტონმა ლადო ათანელმაც მიიღო, რომელმაც სკარპიას პარტია შეასრულა.
პრემიერა ქართველი საოპერო ვარსკვლავის, ცისანა ტატიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
ჯაკომო პუჩინიმ ოპერა ფრანგი დრამატურგის, ვიქტორიენ სარდუს პიესის მიხედვით შექმნა. ნაწარმოების პრემიერა 1900 წელს რომში, ტეატრო კონსტანციში გაიმართა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში "ტოსკა" მსოფლიო პრემიერიდან ოთხ წელიწადში, 1904 წელს დაიდგა.
სპექტაკლზე დასწრება მელომანებს 10, 13 და 14 აპრილსაც შეეძლებათ.
კომენტარები