Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესს ახალ კლიპში Medicine დათო კომახიძის კაბა აცვია

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი ახალ სინგლზე Medicine გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ვიდეორგოლში 49 წლის ჯეილოს ქართველი დიზაინერის, დათო კომახიძის, იგივე დევიდ კომას შავი კაბა აცვია. 

► ჯენიფერ ლოპესს გადაცემის World Of Dance იდეის მოპარვის გამო $6,5 მილიონს სთხოვენ

► ფოტოგალერეა: ჯენიფერ ლოპესმა საქმროსთან ერთად სათვალეების კოლექცია გამოუშვა

► ნახეთ: Cardi B და Jennifer Lopez ახალ ფილმში სტრიპტიზის მოცეკვავეებს ასახიერებენ

ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც მუსიკოსი კომახიძის მიერ შექმნილ სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა. კომა ლოპესის ერთ-ერთი ფავორიტი დიზაინერია. 

► პოპვარსკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსითა და აქსესუარებით

კომპოზიცია Medicine რეპერ ფრენჩ მონტანასთან ერთადაა ჩაწერილი. აღსანიშნავია, რომ ჰიპ ჰოპ არტისტმა წარსულში ჯეილოს სხვა ტრეკებზე I Luh Ya Papi და Same Girl იმუშავა.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული