Thumbnail

ნახეთ: ტომ იორკმა ახალი სიმღერა Gawpers შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ტომ იორკმა პარიზში ახალი კომპოზიცია Gawpers იმღერა. ტრეკი მან ფრანგ მუსიკოსებთან, კატია და მარიელ ლაბეკებთან ერთად შეასრულა.

► The Cure, Radiohead, ჯენეტ ჯექსონი და სხვები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს

ტომ იორკმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. ის ლეგენდარული ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენია. მუსიკოსს ბენდთან ერთად გრემის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone არტისტი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორისაც დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული