Thumbnail

ნახეთ: სელინ დიონი ნოემბრამდე ახალ ალბომს გამოუშვებს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელმა სუპერვარსკვლავმა სელინ დიონმა ლას ვეგასში კონცერტი გამართა. მუსიკოსმა შოუს მიმდინარეობისას, ახალი ალბომის Courage გამოშვება დააანონსა. არტისტმა თაყვანისმცემლებს ასევე აცნობა, რომ ჩრდილოამერიკულ ტურნეს გამართავს. 

► ნახეთ: სელინ დიონის კონცერტზე 7 წლის გოგონამ I Surrender შეასრულა

► Celine Dion-ის შესახებ ფილმს გადაიღებენ

► Celine Dion: ჩემი სიგამხდრე თუ არ მოგწონთ, ნუ შემომხედავთ

"ჩემი ქმარი გარდაცვალებამდე მეუბნებოდა, რომ სცენას უნდა დავბრუნებოდი. მას სურდა, ჩემს მოწოდებას მივყოლოდი. მინდა, ვაჩვენო, რომ ახლა უკვე ყველაფერი რიგზეა. ცვლილებების დროა. ჯობს, შემოქმედებით მოგზაურებას შევუდგე", - განაცხადა სელინმა ღონისძიებაზე.

მუსიკოსმა მის ქმართან და პროდიუსერთან, რენე ანჯელილთან 22 წელი იცხოვრა. 2016 წელს რენე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მომღერალმა სოციალურ ქსელში ტურნეს ფარგლებში გასამართი კონცერტების თარიღებიც გამოაქვეყნა.

A post shared by Céline Dion (@celinedion) on

პოპვარსკვლავმა ბოლო ალბომი Loved Me Back to Life ექვსი წლის წინ გამოუშვა. როგორც მან ცოტა ხნის წინ აღნიშნა, ახალი სტუდიური ჩანაწერი Courage ნოემბრამდე გავრცელდება.

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული