Thumbnail

ნახეთ: Billboard Music Awards-ზე BTS ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაზე წარადგინეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

პოპულარული მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Music Awards-ის 2019 წლის ნომინანტები ცნობილია. სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS კარიერაში პირველად ერთ-ერთ მთავარ კატეგორიაში, საუკეთესო ჯგუფის ნომინაციაზე წარადგინეს.

► ნახეთ: 2019 წლის Billboard Music Awards-ის ნომინანტები ცნობილია

► ნახეთ: Drake-ისა და BTS-ის წყალობით მუსიკის ინდუსტრიის შემოსავალმა 19 მილიარდს მიაღწია

► ნახეთ: BTS-ის ახალი ფოტოსესია

"ბითიესს" კონკურენციას ჯგუფები Maroon 5, Imagine Dragons, Panic at the Disco და Dan + Shay გაუწევენ. აღსანიშნავია, რომ ბოიბენდი ასევე კატეგორიაში "ხალხის არჩევანი" არის წარდგენილი.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA, I Need U, Fake Love და Idol მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200-ისა და Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული