Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსს იშვიათი ჯიშის ხეზე აძვრომის გამო აკრიტიკებენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა, მაილი საირუსმა ინსტაგრამზე კალიფორნიის უდაბნოში გადაღებული ფოტოები გაავრცელა, რომელშიც მუსიკოსი იშვიათი ჯიშის ხის, მოკლეფოთლიანი იუკას ტოტზე პოზირებს. სურათების გამო არტისტმა გარემოზე მზრუნველი თაყვანისმცემლების კრიტიკა დაიმსახურა.

► ნახეთ: მაილი საირუსი ახალ ფოტოსესიაში

► Jay-Z, The Killers და Miley Cyrus - ნახეთ ვუდსტოკის ფესტივალის ლაინაფი

► მაილი საირუსი: დონალდ ტრამპმა დამირეკა და ეროტიკული ცეკვა შემიქო 

"მიყვარხარ, მაგრამ შეეშვი იუკას. ეს მცენარე მძიმე წონას ვერ უძლებს. ასეთი საქციელით ყველას აჩვენებ, რომ ხეებზე აძვრომა ნორმალურია. ჩვენი ეროვნული პარკები განადგურების პირასაა".

"შენი აზრი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. გთხოვ, დაფიქრდი, რა გავლენას იქონიებ გარემოზე. ამ ხეს მოკლე ფესვები აქვს და თუ მასზე ხშირად აძვრებიან, შესაძლოა, დაზიანდეს".

"ამ ხეზე აცოცება არ შეიძლება. ძალიან აზიანებ. შენი, როგორც საჯარო ფიგურის პასუხისმგებლობაა, თაყვანისმცემლებს კარგი მაგალითი მისცე. ამ მცენარის ხილვის შესაძლებლობა მომავალ თაობებსაც უნდა ჰქონდეთ".

მაილი საირუსს თაყვანისმცემლებისთვის ჯერჯერობით არ უპასუხია.

მოკლეფოთლიანი იუკა, იგივე ჯოშუას ხე ჩრდილოეთ ამერიკაშია გავრცელებული. კვლევების თანახმად, კლიმატური ცვლილების გამო 21-ე საუკუნის ბოლოს მცენარის ეს ჯიში 90%-ით შემცირდება.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული