Thumbnail

ნახეთ: P. Diddy-მ შვილს დაბადების დღეზე მოოქროვილი წყლის სკუტერი აჩუქა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, შონ ქომბსმა, სასცენო სახელით P. Diddy, საკუთარ შვილს, ქრისთიანს, რომელიც ახალბედა რეპერი გახლავთ, 21-ე დაბადების დღეზე მოოქროვილი წყლის სკუტერი აჩუქა. 

► მოუსმინეთ: King Combs მიქსტეიპს Cyncerely C3 ავრცელებს 

► ნახეთ: P. Diddy-ს შვილი, რეპერი King Combs ვიდეორგოლს ავრცელებს 

მამის მსგავსად, ქრისთიანი საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობით არის გატაცებული.

ქრისთიან ქომბსმა, ფსევდონიმით King Combs, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. მისი დისკოგრაფია 2018 წელს გავრცელებულ ოფიციალურ მიქსტეიპს 90's Baby და რამდენიმე სინგლს აერთიანებს. ქრისთიანი მამის, ფი დიდის მიერ დაარსებული ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records წევრია. მეორე სტუდიური ჩანაწერი Cyncerely C3 არტისტმა 29 მარტს გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული