Thumbnail

ფესტივალ Coachella-ში მონაწილე 34 არტისტის პერფორმანსი იუთუბზე გადაიცემა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი მუსიკალური ფესტივალი Coachella, რომელიც კალიფორნიაში 12-14 და 19-21 აპრილს გაიმართება, 34 მონაწილე არტისტის პერფორმანსს იუთუბზე პირდაპირ ეთერში გადასცემს. მუსიკოსებს შორის Childish Gambino, Pusha-T, YG, Billie Eilish, Smino, Kacey Musgraves, Blood Orange და The 1975 იქნებიან.

გამოცემა Billboard-ის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ღონისძიების ორივე უიქენდი იუთუბზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

კოაჩელა, რომელიც კალიფორნიაში, კოლორადოს უდაბნოში ყოველწლიურად იმართება, 1999 წელს დაარსდა. ფესტივალის 7-ზე მეტი სცენა სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებსა და ბენდებს მასპინძლობს. 2017 წელს ღონისძებას 250,000 ადამიანი დაესწრო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული