Thumbnail

ბრიტნი სპირსი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ერთ თვეს გაატარებს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ემოციური აშლილობის გამო ერთ თვეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გაატარებს. გამოცემა TMZ-ის წყაროს ინფორმაციით, მომღერალი მამის ავადმყოფობის გამო ნერვიულობს. 

► ბრიტნი სპირსს მამა 25 წლის შეყვარებულზე დაქორწინებას უკრძალავს

► ბრიტნი სპირსის სიმღერები ბროდვეის ახალ მიუზიკლში გაჟღერდება

► ნახეთ: Britney Spears-ის ჰიტი Toxic გუნდის შესრულებით

"ბრიტნი სასმელსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებული არ არის. უბრალოდ, მის ცხოვრებაში ახლა მძიმე პერიოდია, მამამისმა კუჭ-ნაწლავის ოპერაცია გაიკეთა. ბრიტნი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და ამიტომაც, მკურნალობის კურსის გავლა გადაწყვიტა", - ამბობს გამოცემის წყარო.

ბრიტნი მამასთან, ჯეიმი სპირსთან ერთად, 2015 წ.

ცოტა ხნის წინ მუსიკოსმა ინსტაგრამზე პოსტი გამოქვეყნა, რომელშიც თაყვანისმცემლებს მოუწოდა, საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

"გიყვარდეთ, მოუფრთხილდით საკუთარ თავს, გონებას, სხეულს, ჯანმრთელობასა და სულს", - დაწერა პოპვარსკვლავმა სოციალურ ქსელში. 

We all need to take time for a little "me time." :)

A post shared by Britney Spears (@britneyspears) on

შემსრულებელი სარეაბილიტაციო ცენტრში ფსიქიკური აშლილობის გამო პირველად 2007 წელს მოხვდა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული