Thumbnail

შონ ლენონი: განვიცდი, როცა ფიქრობენ, რომ მამას ვბაძავ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ვაჟის, შონის განცხადებით, მას არ მოსწონს, როდესაც ფიქრობენ, რომ მშობლებს ბაძავს.

► ჯონ ლენონს არ სჯეროდა, რომ Imagine ჰიტი გახდებოდა

"მთელი ცხოვრებაა, განვიცდი, როდესაც მეუბნებიან, რომ ვცდილობ, გარეგნობით მამას ან დედას მივბაძო. ამიტომაც, იშვიათად მიკეთია ისეთი სათვალე, როგორსაც ჯონი ხმარობდა. არადა, ჩემს სახეს ამ ტიპის სათვალე უფრო უხდება. დამიჯერეთ, არ ვცდილობ, მშობლებს დავემსგავსო, ეს ბუნებრივად ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამორჩეულად ვიცვამ, მათაც ხომ ყველასგან განსხვავებული სტილი ჰქონდათ", - დაწერა 43 წლის შონ ლენონმა ინსტაგრამზე.

შონის პოსტს ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, კურტ კობეინის შვილი, ფრენსის ბინი გამოეხმაურა.

"შონ, არაჩვეულებრივად გამოიყურები. მეც ამ პრობლემას ვაწყდები, როცა ისეთ სათვალეს ვიკეთებ, როგორსაც კურტი ხმარობდა. მას მადარებენ ხოლმე. არადა, უბრალოდ, მომწონს ჩემს სახეზე. რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? დავაფასოთ მსგავსებები და განსხვავებები, რაც გვაქვს", - წერს ფრენსის ბინი. 

შონმა მუსიკალური მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. 1995 წელს მან საკუთარი ბენდი IMA ჩამოაყალიბა. არტისტმა იოკო ონოს ორ ალბომზე იმუშავა. 16 წლის ასაკში ის ცნობილი მუსიკოსის, ლენი კრავიცის სიმღერის All I Ever Wanted თანაავტორიც გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული