Thumbnail

მოუსმინეთ: Tory Lanez ახალ მიქსტეიპს International Fargo ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კანადელმა მუსიკოსმა დეისთარ პეტერსონმა, სასცენო სახელით Tory Lanez, რომელიც ამჟამად ევროპაში პოპულარულ კოლეგასთან, დრეიქთან ერთად ტურნეს მართავს, ყოველგვარი დაანონსების გარეშე, 5 კომპოზიციისგან შემდგარი მიქსტეიპი International Fargo გამოაქვეყნა. ხუთივე სიმღერა სხვადასხვა ჰიტის ალტერნატიული ვერსია გახლავთ.

► მოუსმინეთ: Tory Lanez - Freaky 

► მოუსმინეთ: Tory Lanez-მა 21 Savage-ს ფრისტაილი მიუძღვნა 

► ნახეთ: Tory Lanez-მა რეპერ Dax-ს დის-კომპოზიციის გამო ბოდიში მოახდევინა 

თორიმ მუსიკალური კარიერა 2009 წელს მიქსტეიპით T.L 2 T.O დაიწყო, 2016 წელს კი სადებიუტო ალბომი I Told You გამოუშვა. ჩანაწერის მთავარმა კომპოზიციამ Say It იუთუბზე 200 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. გასული წელს კი დეისთარმა გაყიდვაში რიგით მეორე და მესამე სტუდიური ნამუშევრები Memories Don't Die და Love Me Now? ჩაუშვა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული