ამერიკულმა ჯგუფმა Big Thief ახალი კომპოზიცია Cattails გაავრცელა. სიმღერა ბენდის მომავალ ალბომში U.F.O.F. იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 3 მაისს ჩაეშვება.
► მოუსმინეთ: Big Thief - U.F.O.F.
Big Thief ბრუკლინში 2015 წელს ჩამოყალიბდა. სადებიუტო ალბომი Masterpiece ჯგუფმა ერთი წლის შემდეგ გამოსცა. ბენდის პოპულარული კომპოზიციებია Masterpiece და Shark Smile. მუსიკოსების შემოქმედება ინდი როკსა და ფოლკს აერთიანებს.
კომენტარები