Thumbnail

ბრიტანული ჯგუფი Nirvana ამერიკულს სახელის გამოყენების გამო $50,000-ს სთხოვდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მუსიკოსებმა მერი ლუ ლორდმა და მარიან ვინდოუმ ყოველკვირეულ პოდკასტში How The Hell Did That Happen? საუბრისას, ლეგენდარულ ამერიკულ ჯგუფ Nirvana-ზე საინტერესო ისტორია გაიხსენეს. მერი ლუ ლორდის თქმით, კურტ კობეინმა მას გაუმხილა, რომ ბენდს ამავე სახელწოდების მქონე ბრიტანული კოლექტივი უჩიოდა და 50,000 დოლარს სთხოვდა.

 ნახეთ: კურტ კობეინის ნაკლებად ცნობილი ფოტოსურათები

"მახსოვს, კურტს ტელეფონზე ვესაუბრებოდი. ძალიან ცუდ ხასიათზე იყო. ვკითხე, რა სჭირდა. მიპასუხა - "ერთი ძველი ბრიტანული ბენდია "ნირვანა", გვიჩივიან სახელის გამო". დავინტერესდი, რამდენს ითხოვდნენ. 50,000 დოლარსო, მითხრა. მაშინ ვიფიქრე, რომ დიდი თანხა იყო. მახსოვს, კურტი ძალიან შეწუხებული იყო ამის გამო", - აღნიშნა მერი ლუ ლორდმა.

ბრიტანული "ნირვანა" ამერიკულამდე 22 წლით ადრე, ლონდონში ალექს სპიროპოლუსმა და პატრიკ კემპბელ-ლიონსმა ჩამოაყალიბეს. იმის მიუხედავად, რომ ფსიქოდელიურ პოპში მოღვაწე ჯგუფმა კომერციულ წარმატებას თითქმის ვერ მიაღწია, კრიტიკოსთა მოწონება მაინც დაიმსახურა.

ბრიტანული "ნირვანა"

ბენდმა კურტ კობეინის "ნირვანას" 1992 წელს უჩივლა. თუმცა, მუსიკოსებმა საქმე სასამართლოს გარეთ მოაგვარეს. ორივე ჯგუფს შეეძლო, საკუთარი ნამუშევრები ერთმანეთისგან განმასხვავებელი ნიშნების გარეშე გაევრცელებინა. მოგვიანებით, მუსიკის ჟურნალისტმა, ევერეტ თრუმ განაცხადა, რომ კობეინის ლეიბლმა ბრიტანულ კოლექტივს $100,000 გადაუხადა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული