Thumbnail

Demi Lovato: ჩემი წონის არ მრცხვენია, შეწყვიტეთ ადამიანების დაცინვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავის, დემი ლოვატოს შესახებ გამოცემა Inquisitr-ში სტატია გამოქვეყნდა, რომლის ავტორმაც მომღერლის მომატებულ წონას გაუსვა ხაზი. მუსიკოსი მასალას ინსტაგრამის სთორის მეშვეობით გამოეხმაურა.

► ნახეთ: დემი ლოვატო ჯიუ-ჯიცუს მეორე ხარისხის ლურჯი ქამრის მფლობელი გახდა

► კრისტინა აგილერა: ვამაყობ, რომ დემიმ ნარკოდამოკიდებულება დაამარცხა

► Demi Lovato: ექვსი თვეა, ნარკოტიკს არ გავკარებივარ

"წარსულისგან განსხვავებით, არ გამაბრაზა სტატიამ. უბრალოდ, ის ხალხი მაცოფებს, ვინც თვლის, რომ ადამიანის სხეულის ფორმების შესახებ დაწერილი მსგავსი მასალა ნორმალურია. მით უმეტეს, თუ ეს ყველაფერი იმ ქალს ეძღვნება, რომელიც კვებითი აშლილობით იტანჯებოდა. ჩემი თავი არ მაღელვებს, ვწუხვარ მათზე, ვინც დიეტებით არიან შეპყრობილი. დღეს ადამიანები თავიანთ წონას სხვების მიერ დადგენილი სტანდარტებით განსაზღვრავენ. ასეთი სტატიები კი ხელს უწყობს მცდარი და ზიანის მომტანი შეხედულებების გავრცელებას. არ მოექცეთ საზოგადოების გავლენის ქვეშ. თქვენ უფრო მეტს წარმოადგენთ, ვიდრე სასწორზე გამოსახული ციფრები. მე ამ სამარცხვინო სათაურებზე მაღლა ვდგავარ", - განაცხადა დემიმ. 

მუსიკოსმა სოციალურ ქსელში სტატიის ავტორთან მიმოწერის სქრინშოთიც გამოქვეყნა, რომელშიც ჟურნალისტი მას ბოდიშს უხდის. 

2010 წელს პოპვარსკვლავმა აღიარა, რომ ის ანორექსიასა და ბულიმიას ებრძოდა. არტისტი მკურნალობის კურსს სარეაბილიტაციო ცენტრშიც გადიოდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მან წიგნი Staying Strong: 365 Days a Year დაწერა. 

ლოვატომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. მუსიკოსს წარმატება 2009 წელს გამოშვებულმა სტუდიურ ალბომმა Here We Go Again მოუტანა, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. არტისტის ყველაზე პოპულარული სიმღერებია Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident.

კომენტარები

ბოლოს დამატებული