Thumbnail

ამერიკული ჯგუფი The Get Up Kids ახალ კომპოზიციას The Problem Is Me ავრცელებს. სიმღერა ბენდის მომავალ ალბომში Problems შევა, რომელიც გაყიდვაში 10 მაისს ჩაეშვება.

The Get Up Kids ქალაქ კანზასში 1995 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Four Minute Mile გამოსცეს. 4 ალბომის გავრცელების შემდეგ, 2005 წელს კოლექტივი დაიშალა. 2008 წელს არტისტები კვლავ შეიკრიბნენ და მორიგი ნამუშევარი There Are Rules გამოუშვეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული