Thumbnail

ბრაიან მეი რობერტ სმიტის ვიდეოზე: დიდი ხანია, ამდენი არ მიცინია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ ინსტაგრამის გვერდზე ინგლისური ბენდის, The Cure-ს ფრონტმენის, რობერტ სმიტის ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, 29 მარტს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტი სმიტს გაესაუბრა.

► The Cure, Radiohead, ჯენეტ ჯექსონი და სხვები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს

 ბრაიან მეი: ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა სიგიჟე და ტრაგედიაა

► შესაძლოა, ფილმის Bohemian Rhapsody გაგრძელება გადაიღონ

"გილოცავთ, რობერტ - The Cure როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია. ისევე აღფრთოვანდით, როგორც მე?", - ეკითხება გახარებული ჟურნალისტი.

"ჩემსა და შენს განწყობებს თუ შევადარებთ - არა", - პასუხობს სმიტი სერიოზული გამომეტყველებით.

ამ ვიდეოს ბრაიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"რობერტ სმიტი ჩემი გმირია. მაპატიეთ, მაგრამ თვეებია, ასე არ მიცინია. დიდი სიამოვნებით ვნახავდი ჟურნალისტის სახეს", - დაწერა ბრაიან მეიმ ინსტაგრამზე.

ბრაიან მეიმ შემოქმედებითი კარიერა 1965 წელს დაიწყო. 1970 წელს ფრედი მერკურისთან და როჯერ ტეილორთან ერთად (1971-დან მათ ჯონ დიკონი დაემატათ), მეიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკ ჯგუფი Queen ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On, Hammer to Fall და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული