Thumbnail

ჯენიფერ ლოპესს გადაცემის World Of Dance იდეის მოპარვის გამო $6,5 მილიონს სთხოვენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელ სუპერვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესს, რომელიც ტელეკომპანია NBC-ის პოპულარული შოუს World Of Dance აღმასრულებელი პროდიუსერი და ერთ-ერთი ჟიურის წევრია, ამ გადაცემის იდეის მოპარვაში ადანაშაულებენ.

► ნახეთ: Cardi B და Jennifer Lopez ახალ ფილმში სტრიპტიზის მოცეკვავეებს ასახიერებენ

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ნიშნობის ფოტოებს ავრცელებს

ელვინ გრეი-ელმა ჯეილოს, ტელეკომპანია NBC-ისა და ქორეოგრაფ დები ალენის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. მისი მტკიცებით, 2009 წელს შოუს იდეის შესახებ ალენს ფაქსის საშუალებით წერილი გაუგზავნა და საკუთარი თავი პროდიუსერად შესთავაზა, თუმცა, პასუხი არ მიუღია. ამიტომაც, 2010 წელს ამერიკის საავტორო უფლებების დეპარტამენტს მიმართა და პროექტი დაარეგისტრირა. 

გრეი-ელის თქმით, მან გადაცემა World Of Dance 2017 წელს აღმოაჩინა და საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ ტელეკომპანია NBC-ის აცნობა, თუმცა, არავინ გამოხმაურებია. 

როგორც სასამართლო დოკუმენტაციიდან ირკვევა, გრეი ჯენიფერ ლოპესისგან, ტელევიზიისგან და ქორეოგრაფისგან კომპენსაციის სახით 6,5 მილიონ აშშ დოლარს მოითხოვს. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული