Thumbnail

ნახეთ: Machine Gun Kelly-მ ახალი ალბომის თიზერი გაავრცელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კლივლენდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კოლსონ ბეიკერმა, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, ტვიტერზე მომავალი ალბომის თიზერი გამოაქვეყნა. რეპერის რიგით მეოთხე სტუდიურ ჩანაწერს, სავარაუდოდ, Hotel Diablo ერქმევა. ნამუშევარი გაყიდვაში ახლო მომავალში ჩაეშვება.

► ნახეთ: ემინემმა Machine Gun Kelly სცენიდან გადისა 

► ნახეთ: Machine Gun Kelly ემინემის დისს გამოეხმაურა 

► ნახეთ: Machine Gun Kelly-მ და პიტ დევიდსონმა ერთმანეთი სიცრუის დეტექტორით შეამოწმეს 

აღსანიშნავია, რომ ბოლო სტუდიური ალბომი Binge მუსიკოსმა შარშან, სექტემბერში გამოაქვეყნა.

► მოუსმინეთ: რეპერმა Machine Gun Kelly ახალი ჩანაწერი Binge გაავრცელა

მეშინ გან ქელიმ მუსიკალური კარიერა 2006 წელს, მიქსტეიპის Unstoppable გამოშვებით დაიწყო. თუმცა, მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ სადებიუტო ალბომს Lace Up უკავშირდება. რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სტუდიური ნამუშევარი Bloom ჩაუშვა, რომელმაც მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული