Thumbnail

ნახეთ: Quavo-ს შეყვარებულმა 1961 წლის Chevrolet Impala აჩუქა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულ ატლანტელ ჰიპ ჰოპ არტისტს, Quavo-ს ორ აპრილს 27 წელი შეუსრულდა. დაბადების დღეზე მას მეგობარმა, მუსიკოსმა Saweetie-მ 1961 წლის "შევროლეს" მარკის ავტომანქანა, კლასიკური მოდელი "იმპალა“ აჩუქა.

► 10 გამორჩეული ავტომანქანა ჰიპ ჰოპის ისტორიაში 

► ნახეთ: Quavo-მ ვეფხვის ბოკვერი იყიდა 

► მოუსმინეთ: Saweetie 7-ტრეკიან ჩანაწერს ICY ავრცელებს

ქუევოს დაბადების დღის წვეულებას მისი ჯგუფის, Migos-ის წევრები ოფსეთი და თეიქოფი, ასევე, ტრინიდად ჯეიმსი, გუჩი მეინი და სხვები დაესწრნენ.

წყვილის რომანტიკული ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო. მას შემდეგ კოლეგებმა არაერთ კომპოზიციაზე იმუშავეს. სოუითის ახალგავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერში არტისტების ორი კოლაბორაციული ტრეკი Emotional და Tip Toes შევიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული