Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Mtkvarze: S.A.M. | Yves | Kraumur | Ninasupsa

12 აპრილი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "მტკვარზე" ბერლინში მოღვაწე პროდიუსერსა და დიჯეის S.A.M.-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტი Yves წარდგება. კლუბის პატარა ოთახში კი Kraumur და Ninasupsa დაუკრავენ. 

4. BASSIANI / HOROOM: Luke Slater | Zitto | Ndrx | JM Moser | Mercurrio

12 აპრილი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ბასიანი" წარმოგიდგენთ მსოფლიო ტექნო სცენის პიონერ დიჯეის, პროდიუსერსა და ლეიბლის Mote-Evolver დამაარსებელს, Luke Slater-ს. ინგლისელი არტისტის გარდა, მსმენელთა წინაშე Zitto და Ndrx წარდგებიან. "ჰორუმის" ოთახი კი JM Moser-სა და Mercurrio-ს უმასპინძლებს. 

3. KHIDI: Aufnahme + Wiedergabe Night: Philipp Strobel | Schwefelgelb | Konkurs | Melania | Oimactta | Bero

12 აპრილი (პარასკევი)

12 აპრილს კლუბში "ხიდი" ბერლინური ლეიბლის Aufnahme + Wiedergabe შოუქეისი გაიმართება. მსმენელთა წინაშე ლეიბლის დამაარსებელი Philipp Strobel და ტექნო ემბიენთ პროექტი Schwefelgelb წარდგებიან. კლუბში მისულ სტუმრებს ასევე Melania-სა და Konkurs-ის მოსმენა შეეძლებათ. G2-ში კი ქართველი არტისტები Oimactta და Bero დაუკრავენ. 

2. პანკ ჯგუფ "პანიკას" ალბომის პრეზენტაცია Backstage-ში 

14 აპრილი (კვირა)

კვირას Backstage76-ში ქართული პანკ როკ ჯგუფი "პანიკა" სადებიუტო ალბომის "შეტევა" პრეზენტაციას გამართავს. კოლექტივს ამ დრომდე რამდენიმე სინგლი და ერთი EP აქვს გამოშვებული. ბენდში ამჟამად ოთხი წევრია: კოკო ანთელავა, თენგო ნოზაძე, ნიკა ნატროშვილი და თორნიკე ჭავჭანიძე.

1. ბორის გრებენშიკოვისა და ჯგუფ Aquarium-ის კონცერტი "რესპუბლიკაში"

14 აპრილი (კვირა)

14 აპრილს მულტიფუნქციურ სივრცეში "რესპუბლიკა" ბორის გრებენშიკოვისა და მისი ჯგუფის, "აკვარიუმის" კონცერტი გაიმართება. რუსული როკის ერთ-ერთმა მთავარმა წარმომადგენელმა ეს კოლექტივი ქალაქ ლენინგრადში (ახლანდელ სანქტ-პეტერბურგში) 1972 წელს ჩამოაყალიბა. "აკვარიუმი" კონცერტით საქართველოს პირველად 1980 წელს ესტუმრა, როდესაც საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველ ოფიციალურ როკ ფესტივალში "გაზაფხულის რიტმები" მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული