Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსები, არიანა გრანდე და ვიქტორია მონე ერთობლივ სინგლს Monopoly და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. კლიპზე რეჟისორებმა ალფრედო ფლორესმა და რიკარდო ალვარესმა იმუშავეს.

► ნახეთ: არიანა გრანდე ყოფილ შეყვარებულზე, მაკ მილერზე სიმღერისას ატირდა

► ნახეთ: Starbucks-მა არიანა გრანდესთან ერთად ახალი ყავა გამოუშვა

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ არიანამ ვაშინგტონში გამართულ კონცერტზე მონესთან ერთად თაყვანისმცემლებს კომპოზიცია She Got Her Own შესთავაზა, რომელიც მათ წლების წინ ჩაწერეს.

► ნახეთ: არიანა გრანდემ აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა She Got Her Own შეასრულა

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. წელს შემსრულებელმა "საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის" კატეგორიაში გრემის ჯილდო მოიპოვა.

ვიქტორიამ კი კარიერა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Ready და Better Days მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული