Thumbnail

ნახეთ: რობი კუხიანიძემ სიმღერა "ძუძუ" შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

Creator Bar-ში ფესტივალი Double Breath გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მსმენელთა წინაშე ჯგუფ "აუტსაიდერის" ფრონტმენი, რობი კუხიანიძე წარდგა, რომელმაც სხვა სიმღერებთან ერთად, კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია "ძუძუ" შეასრულა.

რობი კუხიანიძემ პანკ როკ ჯგუფი Outsider 1989 წელს ქუთაისში ჩამოაყალიბა. 1992 წელს კოლექტივმა მოსკოვში, პეტრე მამონოვის სტუდიაში სადებიუტო ნამუშევარი Inside ჩაწერა. 1997 და 98 წლებში კი ბენდის კიდევ ორი ალბომი - "პრიმიტივი" და "მკვლელი" გამოდის. 2000 წლიდან Outsider და მისი ლიდერი რობი კუხიანიძე თბილისში მოღვაწეობენ. ამჟამად ჯგუფი მეოთხე სტუდიურ ალბომზე მუშაობს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული