Thumbnail

ამერიკელმა რეპერმა, 44 წლის Lil' Kim-მა კომპოზიციაზე Go Awff კლიპი გადაიღო. ტრეკი მის მომავალ ალბომში "9" იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 17 მაისს ჩაეშვება. ნამუშევარში ბრიტანული ჯგუფის, The xx-ის სიმღერიდან Dangerous სემპლია გამოყენებული. ვიდეორგოლზე დემიენ სანდოვალმა იმუშავა.

კიმბერლი ჯონსმა, ფსევდონიმით Lil' Kim, მუსიკალური მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში ის ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, The Notorious B.I.G.-იმ აღმოაჩინა და საკუთარ ჯგუფში Junior M.A.F.I.A. გააწევრიანა. შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 15 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. ლილ კიმმა 2002 წელს კომპოზიციაში Lady Marmalade მონაწილეობისთვის გრემის ჯილდო დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული