Thumbnail

მოუსმინეთ: Birdman და Juvenile ალბომს Just Another Gangsta ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

Cash Money Records-ის დამფუძნებელი, ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი ბრაიან კრისტოფერ ბრუქსი, ფსევდონიმით Birdman და ამავე ლეიბლის წევრი, ვეტერანი ლუიზიანელი რეპერი ტერიუს გრეი, სასცენო სახელით Juvenile, ერთობლივ ალბომს Just Another Gangsta ავრცელებენ. დიდი ხნის მეგობრების მიერ მოულოდნელად გამოქვეყნებული სტუდიური ჩანაწერი 12 კომპოზიციას აერთიანებს. 

Juvenile ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Hot Boys მოღვაწეობით გახდა. ლეიბლის Cash Money პირველი წარმატებული პროექტი სწორედ ეს კოლექტივი გახლავთ. ამ ჯგუფის არაერთი ალბომის აღმასრულებელი პროდიუსერი კი ბერდმენი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული