Thumbnail

ნახეთ: ნიკა კოჩაროვმა თეატრში "ათონელზე" კონცერტი გამართა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

28 მარტს თეატრში "ათონელზე" ქართველი მუსიკოსის, ნიკა კოჩაროვის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება კომპანია "ლიკანისა" და Velvet Session-ის საერთო პროექტის Soundwave-ის ფარგლებში ჩატარდა.

ერთსაათიანი ექსპერიმენტული ლაივის განმავლობაში არტისტმა 11 კომპოზიცია შეასრულა. მათ შორის Weakest Link, Gay Swimmer, ასევე ბრიტანული კოლექტივის, The Smiths-ის სიმღერის Last Night I Dreamt That Somebody Loved Me ქავერ ვერსია. 

ნიკა კოჩაროვი - Weakest Link

🎶 ნიკა კოჩაროვი - Weakest Link 👇 თეატრში "ათონელზე" Nika Z Kocharov-ის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება Likani Mineral Water - მინერალური წყალი ლიკანისა და Velvet Session-ის საერთო პროექტის, Soundwave-ის ფარგლებში შედგა.

Posted by popmusic on Friday, March 29, 2019

 

ნიკა კოჩაროვი - Gay Swimmer

🎶 ნიკა კოჩაროვი - Gay Swimmer 👇 თეატრში "ათონელზე" Nika Z Kocharov-ის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება Likani Mineral Water - მინერალური წყალი ლიკანისა და Velvet Session-ის საერთო პროექტის, Soundwave-ის ფარგლებში შედგა.

Posted by popmusic on Friday, March 29, 2019

 

ნიკა კოჩაროვი - Last Night I Dreamt That Somebody Loved Me

🎶 ნიკა კოჩაროვი - Last Night I Dreamt That Somebody Loved Me (The Smiths) 👇 თეატრში "ათონელზე" Nika Z Kocharov-ის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება Likani Mineral Water - მინერალური წყალი ლიკანისა და Velvet Session-ის საერთო პროექტის, Soundwave-ის ფარგლებში შედგა.

Posted by popmusic on Friday, March 29, 2019

 

ნიკა კოჩაროვმა შემოქმედებითი კარიერა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 2000 წელს მუსიკოსმა ჯგუფი Young Georgian Lolitaz ჩამოაყალიბა, რომელთან ერთად ორი სტუდიური ნამუშევარი Lemonjuice და The Lava გამოუშვა. 2011 წელს კოჩაროვმა ახალი პროექტი Z for Zulu შექმნა და ალბომი Better Than Dog გაავრცელა. 2016 წელს კი Young Georgian Lolitaz-თან ერთად საქართველოს სახელით "ევროვიზია 2016"-ზე წარდგა. მისი შემოქმედება ალტერნატიულ და ინდი როკს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული