Thumbnail

ახალგაზრდა ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი ქრისთიან ქომბსი, ფსევდონიმით King Combs, მსმენელს კომპოზიციაზე Heaven Sent გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერში ლეგენდარული რეპერის, ჯეი ზის 1996 წლის ნამუშევრის Ain't No Nigga სემპლია გამოყენებული. ტრეკი 20 წლის ქინგ ქომბსის ახალგავრცელებულ მიქსტეიპში Cyncerely C3 შედის.

► მოუსმინეთ: King Combs მიქსტეიპს Cyncerely C3 ავრცელებს 

► ნახეთ: P. Diddy-ს შვილი, რეპერი King Combs ვიდეორგოლს ავრცელებს 

ქინგ ქომბსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. მისი დისკოგრაფია 2018 წელს გავრცელებულ ოფიციალურ მიქსტეიპს 90's Baby და რამდენიმე სინგლს აერთიანებს. ქრისთიანი მამის, ფი დიდის მიერ დაარსებული ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records წევრია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული