Thumbnail

მოუსმინეთ: King Combs მიქსტეიპს Cyncerely C3 ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალური არტისტის, P. Diddy-ს შვილმა, რეპერმა ქრისთიან ქომბსმა, ფსევდონიმით King Combs, ახალი მიქსტეიპი Cyncerely C3 გაავრცელა. ნამუშევარში, რომელიც 9 კომპოზიციისგან შედგება, არტისტმა არაერთი ცნობილი ჰიპ ჰოპ ტრეკის სემპლი გამოიყენა. სტუდიურ ჩანაწერში ისეთი მუსიკოსები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: Ty Dolla Sign, Jeremih, Smooky MarGielaa, Tee Grizzly და სხვა.

► ნახეთ: P. Diddy-ს შვილი, რეპერი King Combs ვიდეორგოლს ავრცელებს

ქინგ ქომბსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. მისი დისკოგრაფია 2018 წელს გავრცელებულ ოფიციალურ მიქსტეიპს 90's Baby და რამდენიმე სინგლს აერთიანებს. ქრისთიანი მამის, ფი დიდის მიერ დაარსებული ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული