Thumbnail

ესპანელი მუსიკოსი, როზალია და კოლუმბიელი პოპვარსკვლავი ჯეი ბალვინი ერთობლივ კომპოზიციას Con Altura და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებენ. ტრეკი არტისტ El Guincho-სთან ერთადაა ჩაწერილი. ვიდეოზე ცნობილმა კანადელმა რეჟისორმა, Director X-მა იმუშავა. 

► ნახეთ: Rosalía და Penelope Cruz პედრო ალმოდოვარის ახალ ფილმში ერთად მღერიან

► ნახეთ: J Balvin & Sean Paul - Contra La Pared

► რეცენზია: Rosalía - El mal querer

აღსანიშნავია, რომ შარშან ბალვინმა როზალიასთან ერთად კომპოზიცია Brillo ჩაწერა, რომელიც რეპერის მეხუთე სტუდიურ ალბომში Vibras შედის. 

როზალიას შემოქმედება ფლამენკოსა და ალტერნატიულ არენბის აერთიანებს. შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან ფარელ უილიამსი, ჯეიმს ბლეიკი და ჯეი ბალვინი. 2018 წელს მან ორი ლათინური გრემის ჯილდოს მოგება შეძლო.

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული