Thumbnail

popmusic-ის ახალ ყოველთვიურ რუბრიკაში ქართველი მუსიკოსების მიერ გამოშვებულ ათ ყველაზე საინტერესო კომპოზიციას შემოგთავაზებთ. 

10. ნანი ბრეგვაძე & სტეფანე - ისევ წვიმს

მარტში ნანი ბრეგვაძემ და სტეფანე მღებრიშვილმა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის სიმღერის "ისევ წვიმს" განახლებული ვერსია და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელეს.

9. SvanSikh - SunKiss

პოპ დუეტმა SvanSikh ახალი კომპოზიცია SunKiss გამოუშვა. პროექტის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერი მუსიკოსების მომავალ სტუდიურ ჩანაწერში იქნება წარმოდგენილი.

8. Hamatsuki - Picnic Attack

მამუკა ცხადაიამ, სასცენო სახელით Hamatsuki, ახალი ტრეკი Picnic Attack გაავრცელა. კომპოზიცია ქართულ ლეიბლზე Horoom Records გამოცემულ ჩანაწერში Archive Fever შედის. 

7. Nick Green - Y. D. 2 TB.

ჰიპ ჰოპ არტისტმა და პროდიუსერმა, ნიკოლოზ ვერძეულმა, ფსევდონიმით Nick Green, ახალი კომპოზიცია Y. D. 2 TB. გაავრცელა. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი ტრადიციულად თავად შემსრულებელია.

6. Skyra - Moonless Night

დიჯეიმ და პროდიუსერმა სანდრო პაპასკირმა, სასცენო სახელით Skyra, ახალი ტრეკი Moonless Night გაავრცელა. კომპოზიცია კომპილაციურ ალბომში Red Georgia Vol. 1 შევიდა, რომელიც ფრანგულმა ლეიბლმა RED REC პირველ მარტს გამოსცა.

5. Ekuna - Alien

ჰიპ ჰოპ არტისტმა, ეკუნა ყანჩაველმა, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს, ინგლისურენოვანი კომპოზიცია Alien და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ნამუშევრის პროდიუსერი Basic Beats გახლავთ.

4. პანიკა - წაიღებ თოფს

პანკ როკ ჯგუფმა "პანიკა" ახალი სიმღერა "წაიღებ თოფს" გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის სადებიუტო ალბომში "შეტევა" იქნება წარმოდგენილი, რომელიც 14 აპრილს გამოიცემა.

3. KayaKata - Hood Tennis Ft. HAWA

ჰიპ ჰოპ დუეტმა KayaKata ახალი კომპოზიცია Hood Tennis გამოაქვეყნა. ჩანაწერში ახალგაზრდა ნიუ იორკელი რეპერი HAWA მონაწილეობს, ტრეკის ინსტრუმენტალი კი ტრადიციულად SABANADZE-ს ეკუთვნის.

2. Killages - Bottlesip

ჯგუფმა Killages ახალი კომპოზიცია Bottlesip და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გაავრცელა. ვიდეორგოლის ავტორი საბა შენგელია გახლავთ.

1. Creams - Sleep On Me

ნათია ჭიჭინაძემ, ფსევდონიმით Creams, ახალი სიმღერა Sleep On Me გამოუშვა. კომპოზიცია არტისტის სადებიუტო ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული