Thumbnail

პოპულარული ფილადელფიელი ჰიპ ჰოპ არტისტი სიმირ ვუდსი, ფსევდონიმით Lil Uzi Vert, რომელმაც ცოტა ხნის წინ მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მსმენელს ახალი კომპოზიციით Free Uzi და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ჩანაწერის პროდიუსერი DJ L Beats გახლავთ.

► Lil Uzi Vert: კარიერას ვასრულებ, რიგითი ადამიანივით ცხოვრება მინდა 

► ნახეთ: Lil Uzi Vert - Closing It (Dip Remix) 

► ნახეთ: Lil Uzi Vert & Playboi Carti - Left Right

აღსანიშნავია, რომ ლეიბლთან Generation Now შექმნილი პრობლემების გამო არტისტს გარკვეული პერიოდი შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა აღებული. რამდენიმე დღის წინ უზი ლეგენდარული კოლეგის, ჯეი ზის კორპორაციაში Roc Nation გაწევრიანდა.

ლილ უზი ვერტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო და დღეისთვის ერთადერთი სტუდიური ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული