Thumbnail

მარტი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2019 წლის მარტში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახე სრული ფლეილისტი

10. These New Puritans - Where the Trees Are on Fire

ბრიტანულმა პოსტ პანკ დუეტმა These New Puritans ახალი კომპოზიცია Where the Trees Are on Fire და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სიმღერა ჯგუფის ახალ ალბომში Inside the Rose არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 22 მარტს ჩაეშვა.

9. Karen O & Danger Mouse - Ministry

ამერიკული ჯგუფის Yeah Yeah Yeahs სოლისტმა, Karen O-მ და მუსიკოსმა Danger Mouse-მა ახალი სიმღერა Ministry გაავრცელეს. კომპოზიცია მათ ერთობლივ ალბომში Lux Prima შედის, რომელიც გაყიდვაში 15 მარტს ჩაეშვა.

8. Peggy Gou - Starry Night

ბერლინში მოღვაწე კორეელმა მუსიკოსმა, Peggy Gou-მ ახალი კომპოზიცია Starry Night გაავრცელა. ტრეკი არტისტის ახალ სტუდიურ ნამუშევარში Moment იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 19 აპრილს ჩაეშვება.

7. The National - You Had Your Soul with You

ამერიკულმა ჯგუფმა The National ახალი სიმღერა You Had Your Soul with You გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში I Am Easy to Find შევა, რომელიც გაყიდვაში 17 მაისს ჩაეშვება. 

6. Creams - Sleep On Me

ქართველმა მუსიკოსმა ნათია ჭიჭინაძემ, სასცენო სახელით Creams, ახალი სიმღერა Sleep On Me გამოუშვა. კომპოზიცია არტისტის სადებიუტო ალბომში შევა, რომლის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

5. 2 Chainz - Momma I Hit A Lick Ft. Kendrick Lamar

პოპულარულმა შემსრულებელმა თოჰიდ ეფსმა, ფსევდონიმით 2 Chainz, ახალი კომპოზიცია Momma I Hit A Lick გაავრცელა. ტრეკში თანამედროვე ჰიპ ჰოპის წამყვანი არტისტი, ქენდრიქ ლამარი მონაწილეობს, ინსტრუმენტალის ავტორი კი ფარელ უილიამსი გახლავთ.

4. Sevdaliza - Darkest Hour

ირანული წარმოშობის ჰოლანდიელმა მუსიკოსმა, სევდა ალიზადემ ახალი სინგლი Darkest Hour გაავრცელა. კომპოზიცია არტისტის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში შევა, რომლის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

3. Tierra Whack – Unemployed 

მარტში გასული წლის ერთ-ერთმა მთავარმა აღმოჩენამ, ახალგაზრდა ფილადელფიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, თიერა ვექმა ახალი კომპოზიცია Unemployed გაავრცელა. 

2. Tame Impala - Patience

ავსტრალიურმა პროექტმა Tame Impala ახალი სიმღერა Patience გამოუშვა. ეს პირველი სოლო ნამუშევარია, რომელიც არტისტმა 2015 წლის შემდეგ გაავრცელა.

1. Rammstein - Deutschland

გერმანულმა ჯგუფმა Rammstein ახალი სიმღერა Deutschland და მასზე გადაღებული ვიზუალური ნამუშევარი გაავრცელა. ჩანაწერი კოლექტივის რიგით მეშვიდე ალბომში შევა, რომელსაც მუსიკოსები ათწლიანი პაუზის შემდეგ, 2019 წლის 17 მაისს გამოუშვებენ.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული