Thumbnail

ნახეთ: Rammstein ახალ სიმღერაზე Deutschland გადაღებულ კლიპს ავრცელებს

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

გერმანული ჯგუფი Rammstein ახალ სიმღერას Deutschland და მასზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.

ჩანაწერი ინდასტრიალ მეტალ კოლექტივის მომავალ, რიგით მეშვიდე ალბომში შევა, რომელსაც მუსიკოსები ათწლიანი პაუზის შემდეგ, 2019 წლის 17 მაისს გამოუშვებენ. სტუდიური ნამუშევრის სახელწოდება Rammstein იქნება. 

► Rammstein ალბომის გამოცემის შემდეგ 3-წლიან ტურნეს დაიწყებს

► ნახეთ: Rammstein-ის ვოკალისტმა კლიპი Mathematik გაავრცელა

► Rammstein-ის გიტარისტი: როკ მუსიკა მოკვდა

Rammstein ბერლინში 1994 წელს ჩამოყალიბდა. 1995 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Herzeleid გამოუშვეს. ჯგუფის კონცერტები განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა. მათი შემოქმედება ძირითადად გერმანულენოვანი ტექსტებით ხასიათდება, თუმცა, ბენდს სიმღერები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებზეც აქვს შესრულებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Du Hast, Ich Will, Sonne და Amerika. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული