Thumbnail

როგორ შეარჩია Lady Gaga-მ ფსევდონიმი

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი სტეფანი ჯერმანოტა, იგივე Lady Gaga, დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. კარიერის დასაწყისში ის ნამდვილი სახელით მოღვაწეობდა და ჯგუფში Stefani Germanotta Band მღეროდა. მუსიკოსმა ფსევდონიმით ლედი გაგა სადებიუტო ალბომი The Fame 2008 წელს გამოუშვა და მსოფლიო პოპულარობაც მოიპოვა.

► ნახეთ: ლედი გაგამ ჰოლივუდში ფრენკ სინატრას ჰიტები შეასრულა

► ნახეთ: Lady Gaga ქართველი დიზაინერის კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა

► Lady Gaga: მე და ბრედლიმ კარგად გაგაცურეთ

სტეფანი ჯერმანოტა 19 წლის ასაკში

შემსრულებელმა საკუთარი ფსევდონიმის წარმომავლობაზე გამოცემა Vogue-თან ისაუბრა.

"გაგას ჩემი მეგობრები მეძახდნენ. მეც მომეწონა და Queen-ის სიმღერის Radio Ga Ga გავლენით ეს სასცენო სახელი შევირჩიე. ვფიქრობ, შემეფერება. Lady Gaga იდეალურად შეესაბამება როგორც ჩემს სასცენო იმიჯს, ასევე, პიროვნებას", - განაცხადა მუსიკოსმა.

9 გრემის მფლობელმა Lady Gaga-მ კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. წელს კი მუსიკოსმა ოსკარის ჯილდოს მოპოვებაც შეძლო.

დასასრულს, ნახეთ არტისტი კოლექტივში Stefani Germanotta Band:

კომენტარები

ბოლოს დამატებული