Thumbnail

ნახეთ: ჯგუფი Soft Eject 1999 წელს გადაღებულ კლიპს A Dozing Day ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ქართული ჯგუფი Soft Eject კომპოზიციის A Dozing Day ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპი 1999 წელსაა გადაღებული. სიმღერა კოლექტივის ალბომში Wanderer შედის.

► ნახეთ: Soft Eject-ის კლიპის Please Just Carry On გადაღების ექსკლუზიური კადრები

► არქივი: Soft Eject  

Soft Eject თბილისში 1990 წელს შეიქმნა. ჯგუფის პირველი ოთხი სტუდიური ჩანაწერი Everybody (1993), Something New (1994), Now! (1995) და Collection (1995) გერმანიაშია ჩაწერილი. 2000-იანი წლებიდან ბენდი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას იწყებს. აშშ-ში, ბრიტანეთსა და უკრაინაში გასტროლებს 2001 წელს ალბომი Wanderer ემატება. 2 წელიწადში კი Nine Mountains Away გამოდის. 2017 წელს, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, "სოფთ ეჯექთი" Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერად მოგვევლინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული