Thumbnail

Joey Badass: ნიუ იორკის მეფე მე ვარ, წერტილი!

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპისთვის უმნიშვნელოვანესი ქალაქის, ნიუ იორკის "მეფობაზე" პრეტენზიას არაერთი ახალგაზრდა რეპერი აცხადებს. Tekashi 6ix9ine-ის, Rich The Kid-ისა და სხვა მუსიკოსების შემდეგ, მშობლიური ქალაქის ლიდერად თავი ბრუკლინელმა შემსრულებელმა, ჯო-ვონ ვირჯინ სკოტმა, იგივე Joey Badass-მა მიიჩნია.

► 6ix9ine: დღეს ამერიკაში ყველაზე პოპულარული მუსიკოსი ვარ 

► Rich The Kid: ყველაზე პოპულარული ნიუ იორკელი რეპერი მე ვარ 

► Kodak Black: მე 2Pac-ის, Nas-ისა და Notorious B.I.G.-ის გვერდით უნდა დამაყენოთ 

27 მარტს ჯოუიმ ახალი დოკუმენტური სერიალის The Life I Live პირველი ეპიზოდი გაავრცელა, რომელშიც ტურნეს ფრაგმენტები, სტუდიაში მუშაობის პროცესი და სხვა საინტერესო კადრებია ნაჩვენები. ამის გარდა, 12-წუთიან ვიდეოში რეპერის ახალი კომპოზიციის ნაწყვეტია გაჟღერებული, რომელშიც ბრუკლინელი ამბობს:

"ნიუ იორკის ყველა მეფის დედაც, მე ვარ ნიუ იორკის მეფე, წერტილი!"

ახალგაზრდა რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი B4.Da.$$ 2015 წელს ჩაეშვა გაყიდვაში. 2016 წლიდან ბედესი პოპულარულ ტელესერიალში Mr. Robot მონაწილეობს. შემსრულებლმა ბოლო ალბომი All-Amerikkkan Badass 2017 წლის აპრილში გაავრცელა. ჩანაწერის წამყვანი კომპოზიცია კი ოქროს სტატუსის მფლობელი სინგლი Devastated გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული