Thumbnail

Cardi B: მამაკაცებს სხვადასხვა ნივთიერებით ვთიშავდი, შემდეგ ვძარცვავდი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, იგივე Cardi B-მ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში ქუჩიდან მივიდა და განვლილი მძიმე ცხოვრების შესახებ წიგნის დაწერას აპირებს. ამ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში რეპერის სამი წლის წინ გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელშიც სტრიპტიზ ბარში მუშაობის პერიოდს იხსენებს.

► Cardi B: ჩემს ცხოვრებაზე წიგნის დაწერას ვაპირებ

► Cardi B-ს სიტყვის Okurrr დაპატენტება სურს

► ნახეთ: Cardi B და Jennifer Lopez ახალ ფილმში სტრიპტიზის მოცეკვავეებს ასახიერებენ

"ასე საშინლად იმიტომ ვიქცეოდი, რომ გადავრჩენილიყავი. როცა სტრიპტიზს ვცეკვავდი და სექსის სანაცვლოდ ფულს მთავაზობდნენ, მათ ვთანხმდებოდი, სასტუმროში მიმყავდა, შემდეგ კი სხვადასხვა ნივთიერებით ვთიშავდი და ვძარცვავდი. მეტი არაფრის გაკეთება შემეძლო", - ამბობდა ქარდი.

სამი წლის წინ გავრცელებულ ვიდეოს თავად შემსრულებელი სოციალურ ქსელში ახლა გამოეხმაურა.

"ასე თავის გადასარჩენად ვიქცეოდი. კარგია თუ ცუდი, ამის კეთება აუცილებელი იყო, რათა მეცხოვრა. არასდროს მითქვამს, რომ ანგელოზი ვიყავი, ან კარგი წარსული მქონდა. ყოველთვის ვსაუბრობ ჩემს უარყოფით თვისებებზეც. ზოგიერთი რეპერი ამაყობს იმით, რომ მოძალადეა, იპარავს ან ნარკოტიკს მოიხმარს. მე არ ვარ ასეთი, ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მამაკაცები, რომლებზეც იმ ვიდეოში ვსაუბრობ, რეალურად არსებობდნენ. წარსულის შეცვლა არ შეგვიძლია", - დაწერა მუსიკოსმა ტვიტერსა და ინსტაგრამზე.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული