Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდე ყოფილ შეყვარებულზე, მაკ მილერზე სიმღერისას ატირდა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა, არიანა გრანდემ მსოფლიო ტურნეს Sweetener World Tour ფარგლებში დედაქალაქ ვაშინგტონში კონცერტი გამართა. კომპოზიციის Thank U, Next შესრულებისას, რომელსაც მომღერალი ყოფილ შეყვარებულებს უძღვნის, მუსიკოსმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა. 

► ნახეთ: არიანა გრანდემ აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია She Got Her Own იმღერა

► ნახეთ: არიანა გრანდემ და 2 Chainz-მა ტრეკი Rule The World პირველად შეასრულეს

► ნახეთ: Starbucks-მა არიანა გრანდესთან ერთად ახალი ყავა გამოუშვა

"მალკოლმ, მინდოდა, შენთვის მადლობა გადამეხადა, რადგან ანგელოზი იყავი", - სიმღერის ეს ფრაზა არიანასთვის გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა.

ჰიპ ჰოპ არტისტი მალკოლმ მაკკორმიკი, ფსევდონიმით Mac Miller, 2018 წლის სექტემბერში კალიფორნიაში ნარკოტიკებით ზედოზირებამ იმსხვერპლა. არიანა რეპერს მაისში, ხუთი თვით ადრე დაშორდა.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. წელს შემსრულებელმა "საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის" კატეგორიაში გრემის ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული