Thumbnail

Cardi B: ჩემს ცხოვრებაზე წიგნის დაწერას ვაპირებ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას მსმენელებს აცნობა, რომ საკუთარ ცხოვრებაზე წიგნის დაწერას აპირებს.

► Cardi B-ს სიტყვის Okurrr დაპატენტება სურს

► ნახეთ: Cardi B და Jennifer Lopez ახალ ფილმში სტრიპტიზის მოცეკვავეებს ასახიერებენ

► ნახეთ: Cardi B და Offset აუზში კომპოზიციას Clout ასრულებენ

"ხშირად ამბობენ ჩემზე, რომ საშინელი პიროვნება ვარ. თუმცა, ნება მიბოძეთ, ჩემი სათქმელი გითხრათ. მე რეპერი ვარ, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში ქუჩიდან მოვიდა. არ ვყოფილვარ არც "დისნეის" ვარსკვლავი, არც მონაზონი და არც წმინდანი, გესმით? კარგი ადამიანი ვარ, მაგრამ ცუდი საქციელი მეც ჩამიდენია. ამაზე ნერვიულობა არ ღირს. ამ და სხვა პირად ისტორიებს ჩემს წიგნში მოგიყვებით, რომლის დაწერასაც ვაპირებ. ცხადია, ბევრი საშინელება შემემთხვა, რადგან ქუჩაში გავიზარდე. არასდროს მიცდია, ანგელოზის როლი მეთამაშა", - აღნიშნა მუსიკოსმა.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული