Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. 11TH კაფე "გალერეაში"

2 აპრილი (სამშაბათი)

სამშაბათს კაფე "გალერეისა" და ადგილობრივი არტისტების მიერ დაარსებული გაერთიანება 11TH კოლაბორაციული საღამოების რიგით მესამე ღონისძიებას გამართავს. კლუბის მთავარ სცენაზე მსმენელთა წინაშე Kancheli, Liquid Diction და Bassil წარდგებიან. 

4. KHIDI: Stanislav Tolkachev | Splinter UA & Friedensreich | Danilenko | Yanamaste | Digital Groove Affair | Will Gates

5 აპრილი (პარასკევი)

5 აპრილს "ხიდზე" მსმენელთა წინაშე კლუბის რეზიდენტები Stanislav Tolkachev და Yanamaste წარდგებიან. მათთან ერთად მთავარ სცენას უკრაინელი არტისტები Danilenko, Splinter UA და Friedensreich დაიკავებენ. G2-ში კი Digital Groove Affair და Will Gates დაუკრავენ.

3. ჯაკომო პუჩინის "ტოსკას" პრემიერა თბილისის ოპერაში

5 აპრილი (პარასკევი)

პარასკევს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯაკომო პუჩინის "ტოსკას" პრემიერა შედგება. სამმოქმედებიანი სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი ჯანლუკა მარტინენგია, რეჟისორი ჯანკარლო დელ მონაკო, სცენოგრაფი კარლო ჩენტოლავინი, კოსტიუმების მხატვარი კი ესტერ მარტინი.  თბილისის ოპერაში "ტოსკას" საპრემიერო ჩვენებებზე დასწრება მსურველებს 6, 7, 10, 13 და 14 აპრილსაც შეეძლებათ. 

2. Mtkvarze: Lena Willikens | Ash Scholem | Uru | Tomma | Pasha

6 მარტი (შაბათი)

შაბათს კლუბი "მტკვარზე" ამსტერდამში მოღვაწე გერმანელ არტისტს, Lena Willikens-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ქართველი დიჯეები Ash Scholem და Uru წარდგებიან. კლუბის პატარა ოთახში კი Tomma და Pasha დაუკრავენ. 

1. BASSIANI / ZENAARI: Yves Tumor

6 აპრილი (შაბათი)

6 აპრილს კლუბში "ბასიანი" ექსპერიმენტული და ელექტროაკუსტიკური მუსიკის სერია ZENAARI-ს მორიგი ღონისძიება გაიმართება, რომელიც ამერიკელ არტისტ შონ ბოუის, სასცენო სახელით Yves Tumor უმასპინძლებს. თანამედროვე ექსპერიმენტული სცენის ვარსკვლავმა 2018 წელს რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი Safe in the Hands of Love გამოუშვა, რომელიც ავტორიტეტული მუსიკალური გამოცემების მიერ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად შეფასდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული