Thumbnail

ნახეთ: Earl Sweatshirt-მა თაყვანისმცემელს მობილური დაუმტვრია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Earl Sweatshirt-მა თაყვანისმცემელს, რომელმაც რეპერთან ფოტოს გადაღება ისურვა, მობილური ტელეფონი დაუმტვრია. ინციდენტის ამსახველი ვიდეო დაზარალებულმა, გვარად კოლენმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

► The Alchemist: მე და Earl Sweatshirt-მა ალბომი სხვისი სახელით გავავრცელეთ, მოძებნეთ 

► ნახეთ: Earl Sweatshirt მოკლემეტრაჟიან ფილმს Nowhere, Nobody ავრცელებს 

► მოუსმინეთ: რეპერი Earl Sweatshirt ახალ ალბომს Some Rap Songs აქვეყნებს 

"როდესაც შენს საყვარელ რეპერთან ფოტოს გადაღება გსურს და ის სირი აღმოჩნდება", - დაწერა მამაკაცმა სოციალურ ქსელში.

ვიდეო მოგვიანებით ერლის ახლო მეგობარმა, კალიფორნიელმა რეპერმა, ვინს სთეიფლსმა გააზიარა და კოლენს მიმართა:

"თუ თავს შეურაცხყოფილად გრძნობ, მითხარი და ერლს პასუხს შენ მაგივრად გავცემ".

ერლ სვითშერთმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს, პოპულარული რეპერის Tyler, The Creator-ის მიერ ჩამოყალიბებულ ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Odd Future მოღვაწეობით დაიწყო. 2012 წელს ჯგუფმა კომპილაციური ალბომი The OF Tape Vol. 2 გაავრცელა.

მუსიკოსის სოლო კარიერა სამ ალბომსა და ერთ ოფიციალურ მიქსტეიპს აერთიანებს, რომელთაგანაც კრიტიკოსების განსაკუთრებულ მოწონებას სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Doris იმსახურებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული