Thumbnail

ნახეთ: დემი ლოვატო ჯიუ-ჯიცუს მეორე ხარისხის ლურჯი ქამრის მფლობელი გახდა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, დემი ლოვატო 2016 წლიდან ბრაზილიურ საბრძოლო ხელოვნებას, ჯიუ-ჯიცუს ეუფლება. ცოტა ხნის წინ 26 წლის მუსიკოსმა ინტაგრამის სთორის საშუალებით სავარჯიშო დარბაზში გადაღებული ფოტო გაავრცელა და თაყვანისმცემლებს აცნობა, რომ მეორე ხარისხის ლურჯი ქამრის მფლობელი გახდა. 

► Demi Lovato: ექვსი თვეა, ნარკოტიკს არ გავკარებივარ

► კრისტინა აგილერა: ვამაყობ, რომ დემიმ ნარკოდამოკიდებულება დაამარცხა

"ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ ჩემი გატაცებაა. ერთი სული მაქვს, როდის დავეუფლები სრულფასოვნად ამ სპორტს", - დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ შემსრულებელმა ჯიუ-ჯიცუს ლურჯი ქამარი პირველად 2017 წელს მოიპოვა. 2018 წელს ის ოქსიკოდონისა და ფენტანილის ზედოზირებით საავადმყოფოში მოათავსეს, რის გამოც ვარჯიშს დროებით ჩამოშორდა.

დემი ლოვატომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. მუსიკოსს წარმატება 2009 წელს გამოშვებულმა სტუდიურ ალბომმა Here We Go Again მოუტანა, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. არტისტის ყველაზე პოპულარული სიმღერებია Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident.

კომენტარები

ბოლოს დამატებული