Thumbnail

ნახეთ: Vic Mensa ვიდეორგოლს Metaphysical აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი Vic Mensa მსმენელს სამთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ახალგაზრდა მუსიკოსმა ვიდეორგოლი 8 თვის წინ გავრცელებულ კომპოზიციაზე Metaphysical გადაიღო. ჩანაწერის პროდიუსერები Stefan Ponce და Papi Beatz არიან.

► მოუსმინეთ: ჰიპ ჰოპ არტისტმა Vic Mensa-მ The Cranberries-ის Zombie დააქავერა 

► ნახეთ: Vic Mensa - Dark Things 

► ნახეთ: რეპერმა Vic Mensa-მ გარდაცვლილი XXXTentacion გადისა 

ვიქ მენსამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. შემსრულებელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის კომპოზიციით Down On My Luck გახდა. არტისტი ლეგენდარული კოლეგის, ჯეი ზის ლეიბლის Roc Nation წევრია. 2017 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი The Autobiography ჩაუშვა გაყიდვაში. კარიერის განმავლობაში ვიქმა ისეთ რეპერებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Kanye West, G-Eazy, Chance The Rapper, Pusha T და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული