Thumbnail

ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტები, გიორგი შენგელია, სასცენო სახელით FuLA და ირაკლი ნინუა, ფსევდონიმით Ol' Boy, მსმენელს ერთთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ. კოლეგებმა ახალი კომპოზიცია Cut და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელეს. ჩანაწერის პროდიუსერი ახალგაზრდა მუსიკოსი საბა ოღრაპიშვილი, იგივე Saba გახლავთ, რომელმაც რეპერებთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა.

► ნახეთ: FuLA & Ol` Boy - არ უნდა გექნა 

► მოუსმინეთ: FuLA - გამოსულს 

► ნახეთ: FuLA & Ol' Boy - აკეთე 

რეპერებმა უკვე რამდენიმე წელია, ერთგვარი ჰიპ ჰოპ დუეტი ჩამოაყალიბეს და მსმენელს საერთო ნამუშევრებით ხშირად ანებივრებენ. მათი პოპულარული ერთობლივი კომპოზიციებია "უბატონო", "ძარცვა", "ვაცდენ" "Ronaldinho" და სხვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული