Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსი ახალ ფოტოსესიაში

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელ პოპვარსკვლავს, მაილი საირუსს ინსტაგრამზე 90 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. მუსიკოსი სოციალურ ქსელში თაყვანისცემლებს სურათებით ხშირად ანებივრებს. ახალ ფოტოსესიაში Dior-ის საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მომღერალი Versace-სა და Chanel-ის სამკაულებით იწონებს თავს. შემსრულებელს სურათები ფრანგმა ხელოვანმა, ალის მოტიემ გადაუღო.

► Jay-Z, The Killers და Miley Cyrus - ნახეთ ვუდსტოკის ფესტივალის ლაინაფი

► მაილი საირუსი: დონალდ ტრამპმა დამირეკა და ეროტიკული ცეკვა შემიქო

► ნახეთ: მაილი საირუსი ჟურნალ Vanity Fair-ის ფოტოსესიაში

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული